საფრანგეთი პრეზიდენტს ირჩევს. არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს ემანუელ მაკრონი და მარინ ლე პენი უპირისპირდებიან. საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ ორივე საპრეზიდენტო კანდიდატი საკუთარ ამომრჩევნებს ისტორიული ადგილიდან მიმართავს. მაკრონი სიტყვით ლუვრის მოედანზე გამოვა, ლე პენი კი მხარდამჭერებს ვენსანში მიმართავს. ხმის მიცემა ადგილობრივი დროით 20 საათზე შეწყდება, რის შემდეგაც ეგზიტპოლების მონაცემები გახდება ცნობილი. 11 მაისს კი არჩევნების ოფიციალურ შედეგებს გამოაცხადებენ.