წამყვანმა ამერიკულმა ტელეარხებმა დონალდ ტრამპის გაპიარებაზე უარი თქვეს. ამის შესახებ სააგენტო „ასოშიეიტედ პრესი“ იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, ტრამპის პრეზიდენტობის 100 დღისადმი მიძღვნილი ვიდეორგოლი რამდენიმე ცნობილმა კომპანიამ, მათ შორის, სი-ენ-ენმა, ეი-ბი-სიმ, სი-ბი-ეს-მა და ენ-ბი-სიმ ეთერში არ გაუშვა.