ამერიკის ცენტრალურ რაიონებს ძლიერმა ქარიშხალმა გადაუარა. სტიქიამ ყველაზე დიდი ზარალი ჩრდილოეთ კაროლინას, ვირჯინიისა და ჯორჯიის შტატებს მიაყენა. ქარიშხალმა ასობით საცხოვრებელი სახლი დააზიანა. წყობიდან გამოვიდა ადგილობრივი ელექტროგადამცემი სისტემაც, რის გამოც ათობით რაიონს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. ვრცელდება ინფორმაცია 5 დაშავებულის შესახებაც.