ბარაკ ობამა 9 მაისს მილანში „გლობალ ფუდ ინოვეიშენის“ მიერ ორგანიზებულ სამიტში მიიღებს მონაწილეობას. სამიტზე დასასწრები ვი-აი-პი კატეგორიის ბილეთები 850 ევრო ღირს. მისი მფლობელები არა მხოლოდ ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის ლექციის მოსმენას, არამედ სამიტის ყველა ღონისძიებაზე დასწრებას შეძლებენ. სამიტი 8-11 მაისს გაიმართება.