ვენესუელაში კიდევ ერთი დემონსტრანტი დაიღუპა. ეკდერ ლუგო ქალაქ ვალენსიში სამართალდამცველებთან შეტაკებას ემსხვერპლა. მასობრივი არეულობისას სხეულის მძიმე ტრავმები კიდევ ოთხმა მანიფესტანტმა მიიღო. მასშტაბური ანტისახელისუფლო აქციები კარაკასსა და ქვეყნის დიდ ქალაქებში თვეზე მეტია, იმართება. ოპოზიცია პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და ვადამდელ არჩევნებს მოითხოვს. ამ დროის განმავლობაში პოლიციასთან შეტაკებებს 35 დემონსტრანტი ემსხვერპლა.