საფრანგეთი ხვალ პრეზიდენტს აირჩევს. არჩევნებამდე ერთი დღით ადრე ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ე.წ. სიჩუმის დღე გამოცხადდა. საპრეზიდენტო კანდიდატებმა საარჩევნო აგიტაცია შეწყვიტეს. არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს ემანუელ მაკრონი და მარინ ლე პენი უპირისპირდებიან. პირველ ტურში მაკრონმა ხმათა 24 პროცენტი მიიღო, მეორე ადგილზე კი 21 პროცენტით ლე პენი გავიდა. დღეისათვის მაკრონს გაცილებით მაღალი რეიტინგი აქვს. წინასაარჩევნო გამოკითხვებით, მას მხარს ამომრჩეველთა 60 პროცენტზე მეტი უჭერს.