ცნობილი ამერიკელი მსახიობი სტივენ სიგალი კიევმა „პერსონა ნონ გრატად“ გამოაცხადა. უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა მას 5 წლით აეკრძალა. უკრაინის უშიშროების სამსახურის განმარტებით, გადაწყვეტილება მსახიობის ქმედებებით არის განპირობებული. კონკრეტულად რომელ ქმედებებზეა საუბარი, უწყება არ განმარტავს. 2014-2015 წლებში სტივენ სიგალი რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმს სტუმრობდა. გასულ წელს კი მან რუსეთის მოქალაქეობა მიიღო.