ავსტრალია შეერთებული შტატების ყველაზე ახლო მეგობარია. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ავსტრალიის პრემიერ-მინისტრ მალკოლმ ტერნბულთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ცნობილი ხდება ისიც, რომ თეთრი სახლის ლიდერი უახლოეს ხანებში ავსტრალიაში ვიზიტსაც გეგმავს. ვიზიტის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.