ამერიკული ავიაკომპანია დელტა ხმაურიან სკანდალში გაეხვა. ვიდეო-რესურს იუთუბზე სკანდალური ვიდეო გავრცელდა, რომელიც თვითმფრინავში მომხდარ ინციდენტს ასახავს. კადრებში კარგად ჩანს, თუ როგორ აიძულებენ ეკიპაჟის წევრები ოჯახს ერთ-ერთი სავარძლის გათავისუფლებას. ისინი ახალგაზრდა მამაკაცს ემუქრებიან, რომ დაუმორჩილებლობისთვის ცოლთან ერთად ციხეში მოხვდება, ბავშვებს კი თავშესაფარს გადასცემენ. მომხდარის გამო ავიაკომპანიის ხელმძღვანელობამ ბოდიში უკვე მოიხადა და დაზარალებულ ოჯახს კომპენსაციას დაჰპირდა.