საფრანგეთის მოსახლეობის მეოთხედი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს. სოციოლოგიური გამოკითხვა ამჯერად კომპანია ოდოქსმა ჩაატარა. გამოკითვის შედეგებით, რესპოდენტთა 25 პროცენტს პრეზიდენტობის არცერთი კანდიდატი არ მოსწონს და საარჩევნო ყუთებთან მისვლას არ აპირებს. სოციოლოგიური კვლევის ფარგლებში 998 ადამიანი გამოიკითხა. არჩევნების მეორე ტური საფრანგეთში 7 მაისს ჩატარდება.