ბრაზილიელი ფეხბურთელი მარლონ ნათანიელი მოედანზე დააკავეს. „საპუკაენსეს“ 21 წლის თავდამსხმელი შეცვლაზე შესასვლელად ემზადებოდა, როდესაც პოლიციელებმა ხელბორკილები დაადეს და განყოფილებაში წაიყვანეს. ნათანიელს ბრალად ადამიანების გატაცება და გამოსასყიდი თანხის მოთხოვნა ედება.