აშშ კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ „ობამა ქეარის“ პროგრამის გაუქმებაზე კანონპროექტი მიიღო. ყოფილი პრეზიდენტის, ბარაქ ობამას დროს მიღებული ჯანდაცვის პროგრამის გაუქმება რესპუბლიკური პარტიის წევრებმა მარტის დასაწყისშიც სცადეს, თუმცა პირველივე მცდელობა წარუმატებლად დასრულდა. კანონრპოექტმა მაშინ კონსერვატორების მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. "ობამა ქეარის" სახელით ცნობილი ჯანდაცვის პროგრამის გაუქმება დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი პირობა იყო.