ემანუელ მაკრონმა პროკურატურას გამოძების დაწყების მოთხოვნით მიმართა. საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი ინტერნეტ-გამოცემებს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებმა ინფორმაცია გაავრცელეს იმის შესახებ, რომ საპრეზიდენტო კანდიდატი კარიბის კუნძულებზე ოფშორულ ანგარიშებს ფლობს. პროკურატურამ გამოძიება უკვე დაიწყო.