საქართველოში მექსიკის შეერთებული შტატების ელჩმა (რეზიდენციით ქ. ანკარა) ხაიმე ენრიკე ინოსენსიო გარსია ამარალმა რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ალექსანდრე ნალბანდოვს.
ოფიციალური ცერემონიალის შემდგომ გაიმართა ორმხრივი შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს, გიორგი ბოკერიასა და მექსიკის ახლად დანიშნულ ელჩს, ხაიმე ენრიკე ინოსენსიო გარსია ამარალს შორის, რომლის დროსაც განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების ფართო სპექტრი.