ერაყის არმიამ მოსულის ჩრდილოეთ ნაწილზე შტურმი დაიწყო. ამის შესახებ სააგენტო Reuters იტყობინება. ოპერაციაში არმიის სატანკო დივიზიაცაა ჩართული. გავრცელებული ინფორმაციით, პირველივე შეტაკებისას ისლამისტებმა მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადეს და სტრატეგიული პოზიციები დათმეს. არმიის შენაერთებს საჰაერო დახმარებას კოალიციის ავიაცია უწევს.