ავღანეთის ისლამური პარტიის ლიდერი და მოჯაჰედთა ყოფილი საველე მეთაური გულბედინ ჰეკმატიარი სამშობლოში დაბრუნდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მან ხელისუფლებასთან სამშვიდობო შეთანხმებას მოაწერა ხელი. შეთანხმებიდან 8 თვის შემდეგ ჰეკმატიარი ქაბულში ჯალალაბადიდან გაძლიერებული დაცვით გადავიდა. ავტოკოლონას ავღანეთის შეიარაფებული ძალების ვერტმფრენები აცილებდნენ. დღეს ჰეკმატიარი ავღანეთის პრეზიდენტს შეხვდება, ხვალ კი ქაბულის მთავარ მეჩეთში ილოცებს. 80-იან წლებში ყოფილმა საველე მეთაურმა სახელი საბჭოთა ჯარებთან ბრძოლაში გაითქვა. ავღანეთიდან საბჭოთა არმიის გასვლის შემდეგ კი მოჯაჰედთა შორის დაპირისპირებაში ჩაერთო. გამოჩენილი სისასტიკისთვის მას „ქაბულის ყასაბი“ შეარქვეს.