ძველი ბათუმის რეაბილიტაციის პროექტის მეორე ეტაპი აქტიურ ფაზაშია. სარეაბილიტაციო სამუშაო აჭარის მთავრობის მეთაურმა ლევან ვარშალომიძემ და ბათუმის მერმა რობერტ ჩხაიძემ დღეს დაათვალიერეს.
მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგების შემდეგ ძველ ბათუმში, ზვიად გამსახურდიას, მაზნიაშვილის, იმნაძის, აბაშიძისა და კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩებზე, ტროტუარებისა და სავალი ნაწილების გრანიტის ფილებით მოპირკეთების პროცესი ერთდროულად მიმდინარეობს.
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, საუკუნეების წინ ეს ქუჩები ზღვის კენჭებით იყო მოკირწყლული. დღეს კი კოლორიტის შესანარჩუნებლად ქუჩებს გრანიტის ასიმეტრიული ფილებით აპირკეთებენ.