საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ და ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდრეს ფოგ რასმუსენმა შეხვედრაზე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ოკუპაციისთვის განსახორციელებელ ღონისძიებებზე იმსჯელეს. ამის შესახებ ბაქრაძემ ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ალიანსის გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ საქართველო ნატოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან, მთავარ პარტნიორად რჩება, ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება კი ძალაშია, სადაც ნათქვამია, რომ საქართველო ნატოს წევრი აუცილებლად გახდება.
"საქართველოში განსაკუთრებით კი ბოლო დროს განხორციელებული რეფორმები ცალსახად პოზიტიურად შეაფასეს, როგორც რასმუსენმა ასევე ნატოს წევრი ქვეყნების ელჩებმა და საქართველოს დეოკუპაციის საკითხში დახმარება აღგვითქვეს", - აღნიშნა ბაქრაძემ.