ბუკინგემის სასახლეში შეხვედრა გაიმართა, რომელსაც სამეფო ოჯახის წევრები და სასახლის მომსახურე უფროსი პერსონალი ესწრებოდნენ. გასაიდუმლოებულმა შეხევდრამ ბრიტანელებს შორის დიდი მღელვარება გამოიწვია, რადგან ეჭვობდნენ, რომ ის ელისაბედ მეორის ჯანმრთელობასთან იყო დაკავშირებული. თუმცა როგორც ბი-ბი-სი წერს, პესრონალთან შეხვედრა ყოველ წელს იმართება.
მოგვიანებით კი სასახლის ბინადართა თავშეყრის მიზეზიც გაირკვა. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ელისაბედ მეორის ქმარი, ედინბურგის ჰერცოგი, პრინცი ფილიპი შემოდგომიდან სახელმწიფო მოვალეობებს აღარ შეასრულებს.