საფრანგეთის საპრეზიდენტო კანდიდატთა ბოლო დებატებში ემანუელ მაკრონმა გაიმარჯვა. სოციოლოგიური გამოკითხვა დებატების დასრულების შემდეგ კომპანია ელაბმა ჩაატარა. გამოკითხვის შედეგებით, მაკრონს ხმას ტელემაყურებელთა 63 პროცენტი აძლევს, მარინ ლე პენს კი 34 პროცენტის მხარდაჭერა აქვს. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური საფრანგეთში 7 მაისს გაიმართება.