დონალდ ტრამპი და პალესტინის ავტონომიის ლიდერს, მაჰმუდ აბასს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ აშშ-ს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ახლო აღმოსავლეთში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა რეალურია და მომავალში ეს აუცილებლად მოხდება. მაჰმუდ აბასმა კი აღნიშნა, რომ სამშვიდობო შეთანხმება ორი სახელმწიფოს ინტერესებისა და 1967 წლის საზღვრების გათვალისწინებით უნდა შედგეს. აბასთან შეხვედრამდე დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში ისარელის პრემიერს უმასპინძლა. თეთრი სახლის ლიდერმა ბენიემინ ნეთანიაჰუს პალესტინურ ტერიტორიებზე ებრაული დასახლებების მშენებლობისგან თავის შეკავება ურჩია.