რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია აცხადებს, რომ ალექსეი ნავალნის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ აქვს. მიზეზად კომპანია “კიროვლესთან“ დაკავშირებით მიმდინარე სასამართლო პროცესი სახელდება. რუს ოპზიციონერს „კიროვლესის“ თანხების გაფლანგვაში ადანაშაულებენ. აღნიშნულ საქმეზე ცოტა ხნის წინ ქალაქ კიროვის საოლქო სასამართლომ წინა ინსტანციის სასამართლო ვერდიქტი ძალაში დატოვა. მოსამარლის გადაწყვეტილებით, ნავალნის 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. უფლებადამცველები და არსამათავრობო ორგანიზაციები კიროვის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ.