ივანკა ტრამპმა ახალი, რიგით მეორე წიგნი გამოსცა. წიგნი, სახელწოდებით -„ ქალები, რომლებიც მუშაობენ „ უკვე გაყიდვაშია. პრეზიდენტის ქალიშვილი აცხადებს, რომ გაყიდვებიდან შესული თანხა მთლიანად ქველმოქმედებას მოხმარდება. წიგნში ავტორი მკითხველს წარმატების მისაღწევად რამდენიმე რჩევას აძლევს. კრიტიკოსების აზრით, ივანკა ტრამპის რჩევები მხოლოდ მდიდარი ქალბატონებისთვის არის განკუთვნილი და ის საშუალო ფენაზე არაა გათვლილი.