რუსეთი შეერთებული შტატების პოლიტიკაში ისევ ერევა. ამის შესახებ გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორმა ჯეიმს კომმა განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთი მისი შესაძლებლობებიდან და გეგმებიდან გამომდინარე, დედამიწაზე ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს. გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელმა მკაცრი პოზიცია ამერიკელ კანონმდებლებთან შეხვედრისას დააფიქისრა. რამდენიმე საათს წინ სენატში 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისას რუსეთის შესაძლო ჩარევის საკითხზე მორიგი მოსმენა გაიმართა.