ისლამური სახელმწიფო საკუთარ სოციალურ ქსელს ქმნის. ამის შესახებ ევროპოლის დირექტორი იტყობინება. რობ უეინრაითის თქმით, სოციალური ქსელის დახმარებით ტერორისტული დაჯგუფება ექსტრემისტული იდეების გავრცელებას უკეთ შეძლებს. ევროპოლში აცხადებენ, რომ რადიკალი ისლამისტები უახლეს ტექნოლოგიებში კარგად ერკვევიან და ვირტუალურ ქსელში ინოვაციების გამოყენებას განაგრძობენ. აღსანიშნავია, რომ ისლამური სახელმწიფოს მხარდამჭერი ვებ გვერდების არსებობის გამო რამდენიმე სოციალურმა ქსელმა , მათ შორის ტვიტერმა, ათასობით აქაუნთი გააუქმა.