2016 წელს გერმანიაში 83 ათასი კიბერთავდასხმა განხორციელდა. კიბერდანაშაულებთან ბრძოლის განყოფილების წარმომადგენელი აცხადებს, რომ ჰაკერული თავდასხმების გამო ქვეყანამ 51 მილიონი ევრო იზარალა. ცნობილი გახდა ისიც, რომ გახშირებული თავდასხმების გამო ქვეყნის კიბერგარემოს დასაცავად გერმანია კიბერარმიას შექმნის.