თურქეთის პრეზიდენტი რუსეთს სტუმრობს. რეჯეფ თაიფ ერდოღანი კრემლის ლიდერმა სოჭში მიიღო. მოლაპარაკება „ბოჩაროვ რუჩეის“ საპრეზიდენტო რეზიდენციაში ცოტა ხნის წინ დასრულდა, რის შემდეგაც მხარეებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. ჟურნალისტებთან შეხვედრისას პუტინმა განაცხადა, რომ თურქეთსა და რუსეთს შორის სავაჭრო ბარიერები მოიხსნა, თუმცა პომიდვრის იმპორტსა და რუსული ვიზების გაცემაზე არსებული შეზღუდვები ჯერჯერობით მაინც შენარჩუნდება.