ვანუატუს პოლიციამ ადგილობრივ მოსახლეობას ბაღის ინსტრუმენტები დაურიგა. სამართალდამცველები ადგილობრივებს მარიხუანას ნაცვლად კარტოფილის მოყვანას სთავაზობენ. მანამდე მათ კანაფის რამდენიმე პლანტაცია გაანადგურეს, თუმცა მარიხუანის პოპულაციასთან ბრძოლას რამდენიმე ფაქტორი ართულებს. ვანუატუს ვულკანურ ნიადაგზე კანაფი კარგად ხარობს. გარდა ამისა, მარიხუანა ქვეყანაში ძალიან პოპულარულია.