თავდასხმა ჩიკაგოში. გვიან ღამით ქალაქის დასავლეთ რაიონში პოლიციის საპატრულო მანქანას ცეცხლი გაუხსნეს. შედეგად 2 პოლიციელი დაიჭრა. სამართალდამცველები ახლომდებარე კლინიკაში გადაიყვანეს. ამჟამად მათი მდგომარეობა სტაბილურია. თავდამსხმელმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა შეძლო. დანაშაულის მოტივი ამ დრომდე უცნობია.