მოსულის გათავისუფლების ოპერაცია გრძელდება. სამთავრობო ძალები ამ დროისათვის ქალაქის დასავლეთ ნაწილში, ალ-ნურის მეჩეთის სიახლოვეს იმყოფებიან. მეჩეთის აღებას სიმბოლური დატვირთვა აქვს, რადგანაც სწორედ აქ გამოაცხადა ისლამური სახელმწიფოს ლიდერმა აბუ ბაქრ ალ ბაღდადიმ ხალიფატის შექმნის შესახებ. დასავლეთ მოსულის გათავისუფლების ოპერაცია 19 თებერვალს დაიწყო. მასში ქურთული დაჯგუფებები და კოალიციის ავიაციაცაა ჩართული.