საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება პარლამენტს საკანომდებლო ინიციატივით მიმართავს. პროფკავშირები ინიციატივის პროექტს, რომელიც სალარო აპარატების მოხმარების ვალდებულებისგან იმ სავაჭრო ობიექტების გათავისუფლებას ითვალისწინებს, რომელთაც დღიური ბრუნვა 100 ლარზე ნაკლები აქვთ, საკანონმდებლო ორგანოში ხვალ, 4 ნოემბერს, 12:00 საათზე შეიტანენ.
"პოფკავშირები ამ ინიციატივით უკვე თვეზე მეტია გამოდის და მოითხოვს, ყველა იმ სავაჭრო ობიექტისთვის, რომელსაც დღიური 100 ლარზე ნაკლები ბრუნვა აქვს, გათავისუფლდეს სალარო აპარატების მოხმარების ვალდებულებისგან და ორი წლით გადავიდეს ფიქსირებულ გადასახადზე. პროფკავშირებში მიიჩნევენ, რომ ამ ინიციატივის განხორციელების შემთხვევაში მოგებული დარჩებიან მოვაჭრეებიც და ბიუჯეტიც", - განუცხადეს "ჯი-ეიჩ-ენს" პროფკავშირებიდან.
აღსანიშნავია, რომ ინიციატივის წარდგენამდე პარლამენტის შესასვლელთან პროფკავშირების თავმჯდომარე ოფიციალურ განცხადებასაც გააკეთებს.