ცბობილი გიტარისტი და ჯგუფ ჰემფთონ გრის ბენდის დამაარსებელი ბრიუს ჰემფთონი 70 წლის ასაკში გარდაიცვალა. საიუბილეო კონცერტზე მუსიკოსმა გულის შეტევა მიიღო. ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. ჰემფთონის მუსიკალური კარიერა ნახევარ საუკუნეზე მეტს ითვლის. ჯგუფი მან 1960 წელს დააარსა.