მექსიკაში ცნობილი ნარკობარონი დააკავეს. დამასო ლოპეს ნუნიესი პოლიციამ ანზურესის რაიონში აიყვანა. მას ბრალი ნარკოტიკებით ვაჭრობაში, ფულის გათეთრებასა და დანაშაულებრივი სინდიკატის შექმნაში ედება. ნუნიესს ცნობილი ნარკობარონის, ჰოაკინ ელ ჩაპოს, იგივე გაზმანის მემკვიდრედ განიხილავენ, რომლის ექსტრადიციაც შეერთებულ შტატებში იანვარში განხორციელდა.