დონალდ ტრამპი ჰილარი კლინტონის ბრალდებას პასუხობს.
„ცრუ ისტორია ტრამპისა და რუსეთთან მისი კავშირის შესახებ დემოკრატებმა იმისთვის გამოიყენეს, რომ თავიანთი კანდიდატის დამარცხება გაემართლებინათ. იმაზე კი არავინ საუბრობს, რომ ტრამპმა შესანიშნავი საარჩევნო კამპანია ჩაატარა,“-წერს ტრამპი სოციალურ ქსელ ტვიტერში.
მანამდე ჰილარი კლინტონმა საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხების მიზეზებზე ისაუბრა. ყოფილი კანდიდატის თქმით, მისი დამარცხება რუსი ჰაკერების და გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელის, ჯეიმს კომის დამსახურებაა, რომელმაც ელექტრონული ფოსტის სკანდალური საქმის გამოძიება არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე გადაწყვიტა.