სირიაში დემოკრატიული ძალების პოზიციებზე მორიგი თავდასხმა განხორციელდა. ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა ამბოხებულთა პოზიციებზე იერიში რაჯიმ-ელ-სალიბის რაიონში მიიტანეს, სადაც ლტოლვილთა ბანაკი მდებარეობს. შეტაკებისას ქურთული ფორმირების 32 მებრძოლი და რამდენიმე მშვიდობიანი მცხოვრები დაიღუპა.