ფრანსუა ფიიონი პოლიტიკას ტოვებს. რესპუბლიკელთა ყოფილი კანდიდატის თქმით, ის არც ივნისში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. პარალელურად, ფიიონმა სარჩელი ფრანგული გამოცემა „ლე გრანდის" წინააღმდეგაც შეიტანა. მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებში მისი მარცხი სწორედ გაზეთში გამოქვეყნებულმა სკანდალურმა ინფორმაციამ განაპირობა, რომლის მიხედვითაც, ფიიონი მეუღლესთან ერთად პარტიაში ფიქტიური სამუშაო ადგილების შექმნით იყო დაკავებული.