ვენესუელის ოპოზიცია კვლავ ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ითხოვს. კარაკასსა და ქვეყნის დიდ ქალაქებში ბარიკადებს აგებენ. პოლიტიკური კრიზისი ვენესუელაში პრეზიდენტის გადაწყვეტილებამ გაამწვავა. ნიკოლას მადურო მოქმედი ეროვნული ასამბლეის ახალი პარლამენტით ჩანაცვლებას აპირებს, რომელსაც საკონსტიტუციო ცვლილების გატარების უფლება მოსილება ექნება. ოპოზიცია პრეზიდენტის ინიციატივას საკონსტიტუციო გადატრიალების მცდელობას უწოდებს.