რუსეთის პრეზიდენტი სოჭში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დეფაქტო პრეზიდენტს შეხვდა. მათ რუსეთისა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრეს. ვლადიმერ პუტინმა ანატოლი ბიბილოვს კიდევ ერთხელ მიულოცა ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება და განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის მხარდაჭერას რუსეთი მომავალშიც გააგრძელებს. პუტინმა იმედი გამოთქვა, რომ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების რეალიზება ახალი პრეზიდენტის ხელმძღვანელობით მომავალშიც გაგრძელდება.