''მწვანე ქუჩის ხულიგნების'' ვარსკვლავს, ჩარლი ჰანამს სულ მალე ახალ ფილმში ''მეფე არტურის ხმალში'' ვიხილავთ. მძაფრსიუჟეტიანი, სათავგადასავლო დრამა warner brothers - ისა და გაი რიჩის ერთობლივი ნამუშევარია, რომლის სცენარის ავტორები ჯობი ჰაროლდი და ლიონელ უიგრამი არიან.
ფილმის სიუჟეტი მოგვითხრობს ახალგაზრდა არტურზე, რომელიც ცდილობს დაამხოს ბოროტი ვორტიგემი, რომელმაც მოკლა მისი მშობლები და მიისაკუთრა სამეფო ტახტი. ჩარლი ჰანამსთან ერთად ფილმში ჯუდ ლოუს ანაბელ უოლისის, გერმიონა კორფილდსა და დეივიდ ბეკჰესმაც ვიხილავთ.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სპეციალურად ამ ფილმისთვის რეჟისორის თხოვნით ჰანამსა წონაში საგრძნობლად მოიმატა, რათა ნამდვილ მეომარს დამსგავსებოდა.
გადაღებები 2015 წლის მარტში დაიწყო და ერთ წელს გაგრძელდა. ფილმის დახურული,საპრემიერო ჩვენება მთელს მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში, 2 კვირით ადრე გაიმართა, მსურველებს კი მისი ნახვა კინო ეკრანებზე 11 მაისიდან შეეძლებათ.