ემანუელ მაკრონი სამომავლო გეგმებზე საუბრობს. პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, მეორე ტურში გამარჯვების შემთხვევაში პირველი ვიზიტით ის საზღვრებს გარეთ მყოფ ფრანგ ჯარისკაცებს ეწვევა. თუ რომელ ქვეყანაში აპირებს მაკრონი ფრანგული მისიის მონახულებას, მას არ დაუკონკრეტებია. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური საფრანგეთში 7 მაისს გაიმართება.