რეჯეფ თაიფ ერდოღანი თურქეთის მმართველი პარტიის ლიდერობის კანდიდატად დაასახელეს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა განაცხადა, რომელიც დღემდე პარტიის თავმჯდომარის პოსტს იკავებდა. ერდოღანს პარტიის თავმჯდომარედ სავარაუდოდ 21 მაისს, პარტიის კონგრესზე აირჩევენ.