საბერძნეთის მოსახლეობა საერთაშორისო დონორებთან მიღწეული ახალი შეთანხმებით იმედგაცრუებულია. მორიგი ტრანშის მიღების სანაცვლოდ ათენი კრედიტორებს რეფორმების ახალ პაკეტზე დათანხმდა. მხარეთა შეთანხმებით, 2019 წელს საბერძნეთში პენსიები კიდევ უფრო უნდა შემცირდეს, 2020 წლიდან კი გადასახადები უნდა გაიზარდოს. შეთანხმების რატიფიცირება საბერძნეთის პარლამენტმა უნდა მოახდინოს.