ოდესაში ტრაგიკულ თარიღს აღნიშნავენ. ზუსტად 3 წლის წინ პროფკავშირების სახლში გაჩენილ ხანძარს 48 ადამიანი ემსხვერპლა, 200-მდე კი დაშავდა. დაღუპულთა ოჯახის წევრები შენობის დაწვაში ნაციონალისტებს ადანაშაულებენ და ობიექტური გამოძიების ჩატარებას ითხოვენ. ტრაგედიის მე-3 წლისთავზე ოდესასი უსაფრთხოების მაქსიმალური ზომებია მიღებული.