ფხენიანი კორეის ნახევარკუნძულზე ამერიკული ავიაგამანადგურებლების გამოჩენით შეშფოთებულია. ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება მომხდარს სამხედრო პროვოკაციად აფასებს, რამაც შესაძლოა ბირთვული ომის პროვოცირება მოახდინოს. ამერიკული ბომბდამშენების მანევრირებაზე ოფიციალურ განცხადებას აკეთებს სამხრეთ კორეაც. სეულის განმარტებით, ავიაგამანადგურებლები ერთობლივ წვრთნებში იღებდნენ მონაწილეობას.