მინსკში ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს. საპირველმაისო აქციის დასრულების შემდეგ პაველ სევერინეცი გაუჩინარდა. ხანგრძლივი ძებნის შემდეგ მეუღლემ მას წინასწარი დაკავების იზოლატორში მიაკვლია. ოპოზიციონერს ბრალს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში სდებენ. არასანქცირებული მიტინგი ბელარუსის დედაქალაქში მშრომელთა საერთაშორისო დღეს გაიმართა. მასში მონაწილეობა 150-მდე აქტივისტმა მიიღო.