დღეს, სს `სახალხო ბანკმა" საფონდო ბირჟაზე საკუთარი სავაჭრო კოდის (ticker code) არსებული "AMB"-დან "BANK"-ად შეცვლის შესახებ განაცხადა.
აღნიშნული ცვლილება ძალაში 2009 წლის 28 ოქტომბერს შევიდა. დღესვე ბანკმა განაცხადა იმის შესახებ, რომ მისი აქციები განთავსდა საქართველოს საფონდო ბირჟის B ლისტინგის კატეგორიაში.
საქართველოს საფონდო ბირჟის ლისტინგში მყოფი აქციები ორ A და B კატეგორიად არის დაყოფილი. მანამდე ბანკის აქციები საქართველოს საფონდო ბირჟაზე სავაჭროდ იყო დაშვებული.
`მოხარული ვარ, რომ სს `სახალხო ბანკის~ აქციები საქართველოს საფონდო ბირჟის ლისტინგის B კატეგორიაში განთავსდა. დარწმუნებული ვარ ეს ნაბიჯი ბანკის აქციების ლიკვიდობას გაზრდის. რაც შეეხება სავაჭრო კოდის ცვლილებას, აქამდე არებული კოდი ბანკის ძველი სახელის `აგრომრეწვბანკის~ აბრევიატურას წარმოადგენდა და შესაბამისად, მისი გამოცვლა გადავწყვიტეთ. ისინი ვინც ჩემს წინა საბანკო პროექტს თვალყურს ადევნედნენ, ალბათ, მომდევნო თვეების განმავლობაში ელოდებიან ქმედებებს ლიკვიდობის გასაუმჯობესებლად და ინვესტორთა დაინტერესების გასაზრდელად~, _ აღნიშნა სს `სახალხო ბანკის~ სამეთვალყურეო საბჭოს აღმასრულებელმა თავმჯდომარემ და გენერალურმა დირექტორმა, ლადო გურგენიძემ.