ემინემი ახალი ზელანდიის მმართველ პარტიას სასამართლოში უჩივის. მისი სარჩელის განხილვას უმაღლესი სასამართო დღეს დაიწყებს. მუსიკოსი ირწმუნება, რომ პარტიამ მისი სიმღერა „ლუზ იოსელფ“ უკანონოდ გამოიყენა, პარტიის წარმომადგენლები კი განმარტავენ, რომ სარეკლამო რგოლში გამოყენებული თრექი ემინემის სიმღერის მსგავსია, თუმცა ორიგინალი არ არის. ახალი ზელანდიის ნაციონალურმა პარტიამ სარეკლამო რგოლი 2014 წელს გამოუშვა.