საპირველმაისო აქცია სტამბოლში მასობრივი დაკავებებით დასრულდა. ოპოზიციამ ანტისახელიწუფლო აქციის გამართვა ტაქსიმის მოედანზე სცადა. დემონსტრანტებს გზა სამართალდამცველებმა გადაუღობეს და 200-ზე მეტი აქტივისტი დააპატიმრეს. მანიფესტაციის დასაშლელად პოლიციამ რეზინის ტყვიები გამოიყენა. მშრომელთა საერთაშორისო დღეს სტამბოლსა და ქვეყნის დიდ ქალაქებში უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად არის გამკაცრებული.