შეერთებულ შტატებში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა იზრდება. ბოლო მონაცემებით, ძლიერმა ქარიშხალმა და წყალდიდობამ მისურიში, ტეხასსა და არკანზასში 14 ადამიანი იმსხვერპლა. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია 11 გარდაცვლილის შესახებ. დაღუპულთა შორის ბავშვებიც არიან. დაზიანებული ათასობით საცხოვრებელი სახლი. სტიქიით მიყენებული ზარალი მილიონობით დოლარს ითვლის.