ამერიკულ ესკადრას „კარლ ვინსონის“ მეთაურობით იაპონიის საზღვაო ფლოტის უმსხვილესი სამხედრო გემი დაიცავს. ავიამზიდმა „იძუმომ“ იოკოსუკას ამერიკული სამხედრო ბაზა უკვე დატოვა და ამერიკულ საზღვაო დამრტყმელ ჯგუფს სიკოკუს კუნძულამდე მიაცილებს. ეს პირველი ოპერაციაა მას შემდეგ, რაც იაპონიაში შეიარაღებულ ძალებს ქვეყნის საზღვრებს გარეთ მანევრების ჩატარების შესაძლებლობა მიეცა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იაპონელებს მსგავს ოპერაციებში მონაწილეობა არ მიუღიათ.